aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან “უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება” იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მათ მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან “უკრაინელ ნაციონალისტებთან კავშირი იპოვეს”. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

“გამოძიების წინასწარი შედეგები სრულად ადასტურებს ტერორისტების ქმედებების დაგეგმილ ხასიათს, საფუძვლიან მომზადებასა და დანაშაულის ორგანიზატორების მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას. დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, მათგან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობების გამოკვლევის, ფინანსური ოპერაციების შესახებ ცნობების ანალიზის შედეგად მიღებულია მათი უკრაინელ ნაციონალისტებთან კავშირების მტკიცებულებები”, – წერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თქმით, მათ „დადასტურებული მონაცემები გააჩნიათ“, თითქოს ტერაქტის შემსრულებლებს უკრაინიდან ფულისა და კრიპტოვალუტის მნიშვნელოვანი თანხები მისდიოდათ.

ცნობისთვის, 22 მარტს მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ სროლასა და შემდგომ ხანძარს როგორც მინიმუმ 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 360 დაშავდა. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა “ვილაიათ ჰორასანმა” აიღო. ტერაქტამდე, რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელება შესაძლოა იგეგმებოდეს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის საელჩოს განცხადებებს “შანტაჟი” უწოდა.

იტვირთბა....