ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერია მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას იწყებს

“ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის დაწყებას გამოვაცხადებთ, რაც არსებულ მდგომარეობას დაარეგულირებს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, პარკირება ეტაპობრივად ამჟამად არსებულ 1500-მდე ადგილზე გაუქმდება.

“ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. დაახლოებით 1500-მდე ადგილი კიდევ აქვთ მათ დარჩენილი და ამ ადგილებზე პარკირება ეტაპობრივად გაუქმდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დისკომფორტია ავტომობილის მფლობელებისთვის. ამიტომ ჩვენ დედაქალაქში საპირისპირო ღონისძიებაც დავიწყეთ. მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც დაახლოებით სამ კვირაში უკვე მზად იქნება. მერიას ჩაბარდება და ამაზე დაყრდნობით საინვესტიციო პროექტებს მოვამზადებთ და გამოვაცხადებთ ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის დაწყებას, რაც არსებულ მდგომარეობას დაარეგულირებს”, – განაცხადა ნარმანიამ.

იტვირთბა....