aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა მოსამართლემ ისევ გადადო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა მოსამართლემ ისევ გადადო. იყო მოლოდინი რომ დღეს განაჩენიც გამოცხადდებოდა და სასამართლოს სიტყვით ლაზარეც მიმართავდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა ბრალდებულისთვის დისტანციურ რეჟიმში მოსმენაზე. თავად გრიგორიადისი კი დღევანდელ სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა.

სასამართლო 8 აპრილს 15 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ოჯახი შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვას აპირებს.

იტვირთბა....