aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ ფინალურ საკვალიფიკაციო პლეიოფში ისლანდიის ნაკრებთან გაიმარჯვა.
უკრაინა-ისლანდიის მატჩი 2:1 დასრულდა. გოლები გუდმუნდსონმა, ციგანკოვმა და მუდრიკოვმა გაიტანეს.
უკრაინის ნაკრებს გამარჯვება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა.
“მადლობა ბიჭებო! გმადლობთ მთელი ქვეყნისთვის მონიჭებული უსაზღვრო ემოციებისთვის. აბსოლუტური გამარჯვებისთვის და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის.
კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად: როცა უკრაინელებს უჭირთ, მაგრამ არ ნებდებიან და ბრძოლას აგრძელებენ, მაშინ აუცილებლად იმარჯვებენ.
ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ: უკრაინელები არიან და იქნებიან! უკრაინა არის და იქნება! მადლობა გამარჯვებისთვის! დიდება უკრაინას!” – წერს ზელენსკი.
26 მარტს თბილისში, “დინამო არენაზე” საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

იტვირთბა....