ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექიმის განცხადებით ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ნანი ყავლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ექიმის უარყოფს მოარულ ხმებს, რომ პაციენტი  მართვით სუნთქვაზეა.  ამ ეტაპზე თურქეთში მისი გადაყვანის საკითხიც არ განიხილება.

“დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები და შედეგების მიხედვით გადაწყდება შემდგომი მკურნალობა. ამჟამად პაციენტი ტრავმატოლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ არის. დაზიანებები ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ამას ვერ გეტყვით”, – განაცხდა ნანი ყავლაშვილმა.

მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.

შეგახსენებეთ, რომ  გუშინ შორენა ბეგაშვილის შვილი, რომელიც 15 წლამდე ასაკისაა, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.

იტვირთბა....