aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართულ ოცნებას“ ლგბტ უფლებების შესაზღუდად კონსტიტუციის შეცვლა უნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, „ოჯახურ ღირებულებათა დაცვის“ მოტივით საქართველოს კონსტიტუციის შეცვლა და ლგბტ უფლებების შეზღუდვა უნდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ცვლილებები უნდა შეეხოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება.

„ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან“, – თქვა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის შესწორების შემდეგ პარლამენტი მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომელსაც ერქმევა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ორი ეტაპისგან შედგება: კონსტიტუციის შეცვლა და შემდეგ ათეულობით კანონში ცვლილებების შეტანა.
პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმების რაოდენობა. მდინარაძემ თქვა, რომ თუკი ვერ შეძლებენ კონსტიტუციის შეცვლას ამ მოწვევის პარლამენტში, „ქართულ ოცნებას“ იგივე მიზანი ექნება მომავალ პარლამენტში, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში აირჩევა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 ხმა). ის საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად მხოლოდ მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით მიღების შემდეგ გადაეცემა.

ერთი მოწვევის პარლამენტს კონსტიტუციური კანონის მიღება შეუძლია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის (113 ხმა) მხარდაჭერით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს წარუდგინა კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც:

არასრუწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.
29 თებერვალს პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გეგმავდნენ შეემუშავებინათ კანონპროექტი, რომლის მიზანიც “საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაცვა იქნებოდა. უფრო ადრე, რამდენიმე თვის წინ, 2023 წლის 3 მაისს კი, მან თქვა, რომ „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონის მიღება არ განიხილებოდა.

იტვირთბა....