იაშვილის კლინიკაში განმარტავენ, რომ გოგონას ხერხემლის გარდა სხვა მრავლობითი სახის მოტეხილობები და დაზიანებები აღენიშნება.
“პაციენტს ხერხემალი აქვს დაზიანებლი, ასევე აღენიშნება პოლიტრავმები და მოტეხილობები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, – აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის შვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან ცოტა ხნის წინ გადმოვარდა. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.