aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გულმკერდზე, თავზე, მუცელზე, ხელებზე, მთელ სხეულზე ჰქონდა ჭრილობები – როგორია თბილისში დაჭრილი ქალის მდგომარეობა?

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ვაზისუბანში ღამით, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

“გამოკვლევებით დადგინდა ქალასარქვლის მოტეხილობა, სკალპის ღია ჭრილობა, გულმკერდის დახურულ ტრავმა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა… ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. [რამდენი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული?] ძალიან ბევრი, გულმკერდის, თავის, მუცლის, ზედა კიდურებზე, ხელებზე, მთელ სხეულზე მთლიანად იყო მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები”, – ამბობს ექიმი.

იტვირთბა....