ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

დააკავეს შეიარაღებული პირი, რომელიც პოლიციის განყოფილებას თავს დაესხა – რა ხდება ერევანში?

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს შეიარაღებული პირი, რომელიც თავს დაესხა პოლიციის განყოფილებას ერევნის ერთ-ერთ უბანში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მანამდე განაცხადეს, რომ სამი შეიარაღებული პირი პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას ცდილობდა. თავდამსხმელთაგან ორი პირი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა და ისინი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. სომხეთის შს სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ მესამე თავდამსხმელის დაკავებისას არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....