ახალი ამბები მთავარი სამართალი

შორენა ბეგაშვილის შვილი მრავლობითი ტრავმებით იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.  გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში , მრავლობითი ტრავმებითაა მოთავსებული.
“15 წუთია, რაც გოგონა ჩვენთან შემოიყვანეს. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ბავშვი მრავლობითი ტრავმებითა და დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული”, – განაცხადეს იაშვილის სახელობის კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის შვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა.

იტვირთბა....