რუსული დრონების მასშტაბურ შეტევას უკრაინის რამდენიმე ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ლვოვში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და არქიტექტურული ძეგლი — დაშავებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია და მოსახლეობის ევაკუაცია.
ვინიცის ოლქში თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. ივანო-ფრანკოვსკში ორი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში დარტყმის მცდელობისას დაზიანდა სამშობიარო, თუმცა იქ მყოფები არ დაშავებულან. დაშავებულებს შორის არის ბავშვიც, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

