ლატვიის ტერიტორიაზე რუსეთიდან გაშვებული დრონი ჩამოვარდა, – ამის შესახებ განცხადებას ლატვიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საჰაერო ძალებმა უცხოური დრონი დააფიქსირეს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდა.
„ადრეული გაფრთხილების სისტემებმა კრასლავის მხარეში აფეთქების მსგავსი ხმა დააფიქსირეს“, – ნათქვამია ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

