ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მტკვარში სატვირთო ავტომობილი გადავარდა, არის მსხვეპრლი – კადრები შემთხვევის ადგილიდან

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორტანეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაიღუპა.

შემთხვევა 20 მარტს ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა სავარაუდოდ მტკვარში გადავარდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

იტვირთბა....