aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება. სამიტის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხს, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, გაფართოების პოლიტიკას, საგარეო ურთიერთობების, მიგრაციისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.

„ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ მხარდაჭერას რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.

ამასთან ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, მათ შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში, უკრაინასა და მოლდოვაში.

„2023 წლის დეკემბრის შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა მწვანე შუქი აუნთეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, მას შემდეგ რაც ქვეყნებმა გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები. ლიდერებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როდესაც მიღწეულ იქნება წევრობის კრიტერიუმებთან აუცილებელი შესაბამისობა. ამ მიზნით, მათ მოიწვიეს კომისია, რათა საბჭოს წარედგინოს ანგარიში პროგრესის შესახებ არაუგვიანეს 2024 წლის მარტისა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....