ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიუსელის აეროპორტში განხოციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია

ბრიუსელის აეროპორტში განხოციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია – ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

ეჭვმიტანილის სახელი არის Faycal Cheffou.  ის სათვალთვალო კამერამ იმ ორ პირთან ერთად დააფიქსირა, რომლებმაც, სავარაუდოდ, ტერაქტი განახორციელეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბელგიის პროკურატურა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, პარასკევს განაცხადეს, რომ პროკურატურასთან ახლოს პოლიციამ დააკავა ვინმე “Faycal C”, მაგრამ გუშინ მათ არ დაუკონკრეტებიათ, რომ ის მესამე ეჭვმიტანილი იყო.

როიტერსი წერს, რომ მესამე ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ფოტოზე მარჯვნივ მყოფი, ღია ფერის ქურთუკიანი მამაკაცია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი 08:00 საათზე აფეთქდა. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 კი დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატიც იპოვეს, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს. შემთხვევა თავის თავზე ISIS-მა აიღო.

 

 

იტვირთბა....