ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. სამხრეთ ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ასევე განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ვულკანი დედაქალაქიდან სამხრეთით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. დეკემბრის შემდეგ ის უკვე მეოთხედ ამოიფრქვა. მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ ხელისუფლებამ მოსახლეობა რამდენიმე კვირის წინ გააფრთხილა.