ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის დახმარებისთვის ლიმიტები არ გვაქვს, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი – მაკრონი

უკრაინის დახმარებისთვის ლიმიტები არ გვაქვს, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

“მე ვთქვი, რა არის ჩვენი მიზანი. რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ევროპაში მდგრადი მშვიდობის დაბრუნება. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ არ მივყვებით ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი, მაგრამ მზად ვართ, ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ლიმიტები და ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი“ – განაცხადა მაკრონმა.

იტვირთბა....