რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ექიმები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დაბომბვის შედეგად მიღებული ჭრილობების საფუძველზე შაბათს, საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა. მათგან 39 საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო 8 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
იტვირთბა....