aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პანიკა რუსეთის ორ რეგიონში: ბელგოროდიდან და კურსკიდან ხალხი გარბის – “ახლა იქ აქტიური საომარი მოქმედებებია… ღამით ოლქები 8 ათასამდე ავტომობილმა დატოვა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს სპი­კერ­მა, ან­დრეი იუსოვ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბელ­გო­რო­დი­სა და კურსკის რე­გი­ო­ნებ­ში დი­ვერ­სან­ტე­ბი მოქ­მე­დე­ბენ.

იუსოვ­მა უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­ვი­ზი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ “რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ აქვთ, ია­რა­ღით ხელ­ში იცა­ვენ თა­ვი­ანთ სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბებს პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. კურსკი­სა და ბელ­გო­რო­დის რე­გი­ო­ნე­ბი ახლა აქ­ტი­უ­რი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ტე­რი­ტო­რი­აა.”

ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პა­რას­კევს დი­ლით, გრე­ი­ვო­რონ­სკის ურ­ბა­ნუ­ლი რა­ი­ო­ნი­დან 400-მდე ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, მათ შო­რის არი­ან გორა-პო­დო­ლის, გლო­ტო­ვო­სა და კო­ზინ­კის სა­სა­ზღვრო და­სახ­ლე­ბე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი.
ასე­ვე, ლე­გი­ო­ნი “რუ­სე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, ქვე­და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, რუსი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა და რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის, აცხა­დებს, რომ ბელ­გო­რო­დი­სა და კურსკის ოლ­ქე­ბის მცხოვ­რებ­ლებ­მა სა­ში­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყეს და ღა­მით ოლ­ქე­ბი 7.6 ათას­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა და­ტო­ვა.

“რუ­სე­თის ბელ­გო­რო­დი­სა და კურსკის ოლ­ქე­ბი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, მოს­კო­ვის დრო­ით 07:00 სა­ა­თის­თვის, ამ დე­რეფ­ნით ბელ­გო­რო­დი­სა და ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის 7000-ზე მეტ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ტო­მო­ბილ­მა ისარ­გებ­ლა, ევა­კუ­ა­ცი­ის დე­რე­ფა­ნი ქა­ლაქ კურსკი­დან 600-ზე მეტ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ტო­მო­ბილ­მა გა­მო­ი­ყე­ნა“, – გა­ნა­ცხა­დეს რუს­მა მო­ხა­ლი­სე­ებ­მა.

კურსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა რო­მან სტა­რო­ვო­იტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი დი­ვერ­სი­უ­ლი და სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუ­ფი წა­რუ­მა­ტებ­ლად ცდი­ლობ­და სო­ფელ ტეტ­კი­ნო­ში შეს­ვლას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბელ­გო­რო­დის და­ბომბვის და­წყე­ბამ­დე „რუ­სე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ო­ნის” და „რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი (რუ­სეთ­ში ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი და აკ­რძა­ლუ­ლი) ამ­ბობ­დნენ, რომ თავს და­ეს­ხმე­ბოდ­ნენ კურსკის, ბელ­გო­რო­დი­სა და ბრა­ი­ანსკის რე­გი­ო­ნებს.

14 მარტს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბომბვის და­წყე­ბამ­დე “რუ­სე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ო­ნი­სა” და “რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა (რუ­სეთ­ში ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი და აკ­რძა­ლუ­ლი) გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რომ კურსკში, ბელ­გო­როდსა და ბრი­ანსკში სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებს და­არ­ტყამ­დნენ.

მა­ლე­ვე რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ა­ცხა­და, რომ მის­მა შე­ნა­ერ­თებ­მა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის მცდე­ლო­ბა აღ­კვე­თეს. ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად, დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, 195-მდე უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

რუსი სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი ად­რეც წერ­დნენ ბელ­გო­რო­დი­სა და კურსკის სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნებ­ში “უკ­რა­ი­ნელ დი­ვერ­სან­ტებ­თან” ბრძო­ლე­ბის შე­სა­ხებ. მათი თქმით, თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო.

იტვირთბა....