aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ფულადი გზავნილები 27%-ით შემცირდა – 10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

aviabiletebi
ავიაბილეთები

2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 26.9%-ით შემცირდა და 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის თებერვალში ფულად გზავნილებში ევროკავშირის ქვეყნების წილი 38.79%, ხოლო დანარჩენი ქვეყნების 61.21% იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ წლიურად ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 15.9%-ით გაიზარდა, დანარჩენი ქვეყნებიდან კი 40.7%-ით შემცირდა.

2024 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა შემდეგი 10 ქვეყნიდან:

რუსეთის ფედერაცია – 62,203 მლნ დოლარი

იტალია – 43,969 მლნ დოლარი

აშშ – 41,201 მლნ დოლარი
ისრაელი – 20,428 მლნ დოლარი

საბერძნეთი – 18,987 მლნ დოლარი

გერმანია – 18,101 მლნ დოლარი

ყაზახეთი – 10,595 მლნ დოლარი

თურქეთი – 7,744 მლნ დოლარი

ესპანეთი – 5,002 მლნ დოლარი

ირლანდია – 4,628 მლნ დოლარი

ამასთანავე, 2024 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.0 მლნ აშშ დოლარი (77.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის თებერვლის (27.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1%-ით მეტია.

იტვირთბა....