aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

,,საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი”,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ,,ნატოსთვის” მნიშვნელოვანი პარტნიორია და ქვეყანამ რეფორმების მხრივ მუშაობა უნდა გააგრძელოს.

“საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ნატო დაფუძნებულია ღირებულებებზე – დემოკრატია, კანონის უზენაესობა – და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს”, – განაცხადა ,,ნატოს” გენერალურმა მდივანმა.

იტვირთბა....