aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

SJC: ფორმულადან გათავისუფლებულმა ოპერატორმა არხს სასამართლოში შრომითი დავა მოუგო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია ფორმულადან გათავისუფლებულმა ერთ-ერთმა ოპერატორმა, გიორგი ჯიბღაშვილმა არხს სასამართლოში შრომითი დავა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ავრცელებს, რომელიც ჯიბღაშვილის ინტერესებს იცავდა.

“13 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლითაც უკანონოდ ცნეს ფორმულას გადაწყვეტილება მოსარჩელის, გიორგი ჯიბღაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, სასამართლომ ასევე უკანონოდ ცნო ფორმულას ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და არხს მოსარჩელისთვის კომპენსაციისა და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა”. – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ჯიბღაშვილმა სასამართლოს სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე მიმართა.

ფორმულაში დასაქმებული საინფორმაციო სამსახურის 25 ოპერატორი 2023 წლის იანვარში გაიფიცა. ისინი ამბობდნენ, რომ პროტესტი შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო.

“ჩვენი შეფასებით, სამსახურში არსებული ანაზღაურება ოპერატორის მძიმე პროფესიასთან და სამუშაო რეჟიმთან შეუსაბამოა. საინფორმაციო სამსახურის ოპერატორების მინიმალური ხელფასი მხოლოდ 500 ლარია. საშუალო ხელფასი 2 500 ლარი კი, რაზეც ტელეკომპანია აპელირებს, გაფიცული 25 ოპერატორიდან მხოლოდ 6 აქვს და მასზე აქცენტირება უსამართლოა”. – თქვეს გაფიცულმა ოპერატორებმა საერთო განცხადებაში.

ფორმულამ 25 ოპერატორი სამსახურიდან 2023 წლის 4 თებერვალს გაათავისუფლა. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, თანამშრომლები ხელფასის 500 ლარით მომატებას ითხოვდნენ და 2023 წლის 1-ელ თებერვალს მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვეს.

ფორმულას განცხადებით, აღნიშნულ დეპარტამენტში ანაზღაურება 1 000-დან 3 000 ლარამდე მერყეობდა, საშუალო ხელფასი კი 2 500 ლარიიყო. არხში ამბობდნენ, რომ ოპერატორები თვეში 15 დღეს მუშაობდნენ.

იტვირთბა....