ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ გაძვირდა „Wizzair“-ის ბილეთები? სად მიდის ფული, რომელმაც ავიაბილეთების ფასი უნდა შეამციროს?

“Wizzair”-მა ბოლო რამდენიმე კვირაა ფასები კოლოსალურად გაზარდა. აღნიშნული კომპანია ქართულ ბაზარზე დაბალფასიანი ავიაბილეთების დაპირებით შემოვიდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წლებია ასრულებს ფრენებს. მომხამრებლები უკვე ჩივიან კომპანიის მხრიდან გაწეულ დაბალ ხარისხის სერვისსა და შეუსაბამო ფასებზე.

ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ბიუჯეტიდან “Wizzair“ ფინანსდება, სწორედ იმიტომ რომ ფრენები საქართველოში დაბალბიუჯეტიანი იყოს და ჩვენი ქვეყანა უცხოელი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. სუბსიდირების ეს ფორმა აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში, რომელიც მხარდაჭერილია ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობის მხირდან ამ მხარდაჭერამ ფასებზე ასახვა არ ჰპოვა და დღითიდღე იზრდება ბილეთების ღირებულება ნებისმიერი მიმართულებით. ამას ემატება ისიც, რომ ფაქტიურად ქუთაისის აეროპორტში “Wizzair“-ს კონკურენტი არ ჰყავს ბაზარზე, შესაბამისად ის აწესებს იმ ფასებს, რომელიც უნდა და არაკონკურენტულ პირობებში ხშირად თბილისიდან ფრენების ფასსაც აღემატება.

აღნიშნულ საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ჩვენ დავუკავშირდით კომპანია “Wizzair“-ის წარმომადგენელს, რომელმაც სატელეფონო კითხვებს თავი აარიდა. ასევე კომპანიის წარმომადგენელმა ვერ გადაგვამისამრთა ვერცერთ პასუხიმგებელ პირთან, რომელიც ხალხში დაგროვილ აქტუალურ კითხვებზე პასუხს გაგვცემდა. უფრო მეტიც, კითხვების წინასწარ გადაგზავნა მოითხოვა, რომელზეც გაუგებარი პროტოკოლის პირობებში არარელევანტურად გვიპასუხებდა.

ავიაბილეთების ფასების ზრდის შემაშფოთებელ ტენდენციაზე “მეტრონომი” აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლსაც ესაუბრა, რომელიც ამტკიცებს რომ სუბსიდირება არ ხდება კომპანია „Wizzair“-ის, თუმცა მარკეტინგული მხარდაჭერით ნამდვილად სარგებლობს კომპანია და ეს დახმარება საკმაოდ მსუყე ციფრებია, რაც შეგიძლიათ თავადაც ნახოთ „სტიმულირების ხელშეკრულებაში“, თუმცა მიუხედავად ამისა ფასები უკონტროლოდ ისევ და ისევ იზრდება, ხოლო მასზე ზემოქმედების ბერკეტი არავის გააჩნია.

სტიმულირების ხელშეკრულება:

1. სტიმულირების ხელშეკრულება ფორმდება აეროპორტის სტიმულირების პროგრამისა და ბიზნესგეგმის ფარგლებში, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, რომელიც ამავდროულად უნდა იყოს ავიაკომპანია.

2. ავიაკომპანიის ბაზირების სტიმულირებისთვის ხელშეკრულების ღირებულება უნდა განისაზღვროს თითოეული ბაზირებული საჰაერო ხომალდისთვის არაუმეტეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ევროს ოდენობით, დღგ-ის გარეშე, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის შესაბამისად, სტიმულირების პროგრამის ფარგლებში.

3. ავიაკომპანიის ბაზირების სტიმულირების ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ღირებულების სანაცვლოდ უნდა უზრუნველყოს:

ა) ჯამში, სულ მცირე, 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) გამფრენი მგზავრის გადაყვანა შესაბამისი ბაზირებული საჰაერო ხომალდით, პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში;

ბ) სულ მცირე, 3 ახალი მიმართულების დამატება, რომელიც რეგულარულად არ შესრულებულა შესაბამის აეროპორტში, სულ მცირე, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში.

4. ახალი პრიორიტეტული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების ღირებულება თითოეული პრიორიტეტული მიმართულებისათვის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) I კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში – არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე;

ბ) II კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში – არაუმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე;

გ) III კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში – არაუმეტეს 400 000 (ოთხასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე;

დ) IV კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში – არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე.

გთავაზობთ აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლის კომენტარს:

„ჩვენ ფასებზე კონტროლი არ გვაქვს, ამას ჰქვია ბიზნესზე რეკეტი, ჩვენ ხო არ დავუწესებთ ფასებს? სუბსიდირდება მხოლოდ შიდაფრენები, ეს არის ტურიზმის სტიმულირებისთვის და სოციალური პროექტია იმისთვის, რათა ადგილობრივმა მთის მოსახლეობამ ისარგებლოს და წვდომა ჰქონდეთ დანარჩენ საქართველოსთან. კომპანია „Wizzair“ არ სუბსიდირდება. მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც არის მსოფლიოში აპრობირებული და ამით სარგებლობს აბსოლუტურად ყველა ავიაკომპანია და აეროპორტი. ეს არის მეთოდოლოგია და მუშაობის პრინციპი აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის. მათ შორის არა მხოლოდ “ვიზეარი”, “რაინეარი”, “იზიჯეტი”. ჩვეულებრივი მომენტია, ეს არის მუშაობის სქემა, მსოფლიოში აპრობირებული ავიაკომპანიებსა და აეროპორტების. არა მხოლოდ ვიზეარი, არანაირი გამონაკლისი არ არსებობს, არსად, არც ერთ ქვეყანაში. შესაბამისად, როგორც მუშაობს მსოფლიოს ნებისმიერი აეროპორტი ისე მუშაობს საქართველოში აბსოლუტურად ყველა აეროპორტი. ხელშეკრულების დეტალებს მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს კონფიდენციალურია. მგზავრთა ნაკადზეა მიბმული მარკეტინგული მხარდაჭერა, რაც გულისხმობს პოპულარიზაციას ამა თუ იმ მიმართულებების, რომელსაც ახორციელებს საზღვარგარეთ ის ავიაკომპანია იმ მიმართულებით, ვთქვათ რა მიმართულებითაც იწყებს ოპერირებას ნებისმიერი ასეთი ავიაკომპანია. ამას ასტიმულირებს როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთინება, იმიტომ რომ ტურიზმის სტიმულირების მიზნით არის ეს ყოველივე, ისე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ეს არის ჩართული თავისი უდიდესი მარკეტინგული კამპანიებით ქვეყნისთვის სტრატეგიულ მიმართულებებზე და ქვეყნებზე, ასე რომ ამაში გასაოცარი არაფერი არ არის. მთელი მსოფლიო ასე მუშაობს.

მარკეტინგული მხარდაჭერა ზოგადად შეიძლება იყოს მოცულობით, კონკრეტულად ცალ-ცალკე ავიაკომპანიაზე იქნება, აეროპორტზე იქნება თუ ამ ქვეყანაში ამდენი დახარჯა ტურიზმის ადმინისტრაციამ, ასე რომ ვთქვათ, ეს ახლა შეიძლება არ იყოს გაწერილილ ხელშეკრულება რომ დგება ის არის კონფიდენციალური” – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

2016-17 წელს მთავრობის პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ჰპირდებოდა მოსახლეობას, რომ დაბალბიუჯეტიანი ფრენების დასუბსიდირება მოხდებოდა, რაც რეგიონში ტურიზმს გაზრდიდა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს იაფად ახალი ქვეყნების მონახულების საშუალებას მისცემდა, თუმცა როგორც ჩანს მარკეტინგული მხარდაჭერა საკმარისი არ არის ამ დაპირების შესასრულებლად.

ნამდვილად ვერ გეტყვით, კვირიკაშვილის პრემიერობის პირობებში რა იყო, აქ არ ვმუშაობდი. მსგავსი ხელშეკრულება, სუბსიდირება რასაც ჰქვია და სოციალური პროექტი რაც არის, ეს ეხება მხოლოდ შიდა ფრენებს, რაზეც ვაცხადებთ ტენდერს. მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამა არსებობს, რითიც შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა ავიაკომპანიამ, რომელიც არის დაინტერესებული საქართველოში ოპერირებით და ახალი მიმართულებების დაწყებით.
ფასების კონტროლის ბერკეტი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის შეთანხმების საგანი და არის კონფიდენციალური. გააჩნია მგზავრთნაკადს. პირობებზე არის შეთანხმება საჭირო, მგზავრთნაკადზეა მიბმული.
კონკრეტულად ვერ გეტყვით, ამ მიმართულებაზე ეს ავიაკომპანია, სიტყვაზე პოლონეთის რაღაც მიმართულებიდან ამდენ მგზავრს რომ ჩამოიყვანს რა შეღავათები ექნება. ვერც მე ვერგეტყვით, ვერც იურისტები გეტყვიან, იმიტომ რომ ეს არის კონფიდენციალური და მერე ყველა მიმართულებაზე თავისი სპეციფიკაა და ინდივიდუალურად ვერგებით” -ამბობს ის.

ავიაბილეთების ფასების ზრდამ დააზარალა ასევე ავიაბილეთებისა და ტურისტული კომპანიები , რომლებიც გვიყვებიან რომ პრაქტიკულად ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების ფასები გაუთანაბრდა, ბევრად მაღალი კლასის ფრენების ღირებულებას თბილისიდან, შესაბამისად იკლო გაყიდვებმაც და ბაზარი ამ ეტაპზე მოლოდინშია, თუ როდის მოხერხდება ფასების ისევ დაწევა. ასევე იმედოვნებენ , რომ არამონოპოლიურ პირობებში, თუ ქუთაისის აეროპორტში სხვა დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებიც შემოვლენ, კონკურენციის პირობებში „Wizzair“-ს ფასების დაწევა მოუწევს:

ვიდეო ნახეთ აქ

იტვირთბა....