ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

20 წლის ბიჭი მეგობრის ყოფილ შეყვარებულს აშანტაჟებდა და “სასიყვარულო ურთიერთობას” სთხოვდა – საგამოძიებო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 20 წლის ბიჭი, რომელიც მისი მეგობრის ყოფილ შეყვარებულს ემუქრებოდა და კონკრეტული ქმედებების შესრულებას სთხოვდა, მათ შორის “სასიყვარულო ურთიერთობს” დამყარებას.

მუქარის საფუძველი მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები გახდა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, ბიჭი მეგობრის ყოფილ შეყვარებულს მასთან სასიყვარულო ურთიერთობას, პირადი ფეისბუქის პაროლს და უსიტყვო მორჩილებას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ, უკანონოდ მოპოვებული ახალგაზრდა ქალის ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები კაცმა სოციალურ ქსელში განათავსა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ “Facebook”-ის ყალბი გვერდის გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ “Facebook”-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა.

გარდა ამისა, იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ “Facebook”-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა”, – ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაუვრცელეს, ახალგაზრდა ქალმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. უწყების თანამშრომლებმა კაცი დააკავეს, მისი მობილურის ჩხრეკისას კი ამოიღეს დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას.

იტვირთბა....