ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,კეზერაშვილის კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება! ამაზე სრული კონსენსუსია მთელ გუნდში” – მელია

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე და პარტია “ახალის” ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ახალშექმნილი პარტია, რომელიც ნიკა გვარამიასთან ერთად დააფუძვნა, კეზერაშვილის გავლენებისგან სრულად თავისუფალი იქნება:
“თუ რამეზე ნაკლებად გვისაუბრია, ამაზე ვისაუბრეთ, ჩემთვის ეს ადამიანი რჩება ისეთად, როგორიც არის, მე ვფიქრობ, არაფერი არასოდეს არ შეიცვლება მასთან დაკავშირებით, ეს მისი არჩევანი იყო, რა ნაბიჯებიც გადადგა მის ცხოვრებაში, მე მას არაერთხელ ვურჩიე რომ თუ ის დისტანცირდებოდა ქართული პოლიტიკისგან, უკეთესი იქნებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის, დანარჩენი ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი კვალი ამ პარტიაში, არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი და შეთანხმება მთელ ჩვენ გუნდში”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....