ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,ახალი” – ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას პოლიტიკური გაერთიანება

ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას გუნდები გაერთიანდნენ. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
პარტიის სახელი იქნება ,,ახალი” – საარჩევნო ნომერი კი 4.

„ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ჩვენ ვიცით რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით. ჩვენ ასევე ვიცით როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით,“ — განაცხადა ნიკა გვარამიამ

იტვირთბა....