ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,რუსული რეჟიმი არჩევნებისთვის ამზადებს გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში”- სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცეს სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედიდან” დისტანციურ რეჟიმში ესწრება.
გარდა აღნიშნული ბრალდებისა, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს გამოეხმაურა:
,,რუსული რეჟიმი ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის, მე როგორც ვიცი, ისინი უახლოს ხანში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენს ეკლესიაზე, რათა არჩევნებისთვის იყვნენ იდეოლოგიურ მზადყოფნაში, ისევე როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

იტვირთბა....