aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებულ ყოფილ პოლიციელს სააპელაციომაც უვადო პატიმრობა მიუსაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც უვადოდ თავისუფლება აღკვეთილია. ამ გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა 2023 წლის 23 იანვარს შეუფარდა.

საქმე ეხება 2022 წლის აპრილში მომხდარ დანაშაულს. გამოძიების თანახმად, ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების ცხედრებს იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.

იტვირთბა....