aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი” – ზელენსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული მათგანის მჯერა. ომის დასრულება ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს სურს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დასრულებას არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს. ამიტომ, ომის დასრულების შესახებ სიტყვებს ჩვენ ყოველთვის ვამატებთ: ჩვენი პირობებით. ამიტომ, სიტყვა მშვიდობის გვერდით ყოველთვის ჟღერს: სამართლიანი. ამიტომ მომავალში სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იტვირთბა....