ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ვახდენთ მეგობრებისა და პარტნიორების მობილიზებას უმნიშვნელოვანესი საკითხების გარშემო, რომლებიც არის პრიორიტეტული საქართველოსთვის” – დარჩიაშვილი

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ვახდენთ მეგობრებისა და პარტნიორების მობილიზებას უმნიშვნელოვანესი საკითხების გარშემო, რომლებიც არის პრიორიტეტული საქართველოსთვის – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიუნხენში განაცხადა.

“ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან. ჩვენი მთავარი მიზანია, მოვახდინოთ ჩვენი მეგობრების მობილიზება იმ საკითხების გარშემო, რომლებიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას. ამ შეხვედრებიდან კონკრეტული შედეგი უკვე გვაქვს. უახლოეს პერიოდში საქართველოში ველოდებით ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელთან ერთადაც უკვე საქართველოში გავაგრძელებთ მსჯელობას, თუ როგორ გავაძლიეროთ მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

იტვირთბა....