ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი კობახიძე მთავრობის პირველ სხდომას დღეს გამართავს

განახლებული მთავრობა დღეს პირველ სხდომას გამართავს. სხდომას პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძე პირველად უხელმძღვანელებს.

სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, 11:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.

ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.

იტვირთბა....