ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვულოცავ გამარჯვებას ილჰამ ალიევს. არავის, არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც მან გააკეთა“ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„ვულოცავ გამარჯვებას ილჰამ ალიევს.
არავის, არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც ამ ქვეყანას გაუკეთა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ისტორიაში ის შევა როგორც ილხამ გამარჯვებული, ხოლო მისი პრეზიდენტობის წლები ისტორიაში დარჩება, როგორც აზერბაიჯანის ოქროს ხანა“, – წერს ის.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის გუშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევმა უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა.

იტვირთბა....