ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ისრაელი არ დათანხმდება „ჰამასთან“ ყველა სახის შეთანხმებას ნებისმიერ ფასად” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

“ისრაელი არ დათანხმდება „ჰამასთან“ ყველა სახის შეთანხმებას ნებისმიერ ფასად” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“აუცილებელი მიზანი უპირველეს ყოვლისა „ჰამასის“ ლიკვიდაციაა. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა სამი რამ: პირველი, საჭიროა „ჰამასის“ ბატალიონების დამხობა. დღეისათვის 24 ბატალიონიდან 17 დავშალეთ. დარჩენილი ბატალიონების უმეტესობა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში და რაფაჰშია, ჩვენ მათზეც ვიზრუნებთ. მეორე, ბატალიონების დაშლის შემდეგ საჭიროა გამწმენდი ოპერაციები, რასაც ჩვენი ძალები მტკიცედ აკეთებენ გადამწყვეტი იერიშების დროს ღაზის სექტორის ჩრდილოეთით და ცენტრში. მესამე, გვირაბების განეიტრალებაა საჭირო, რასაც ჩვენი ძალები სისტემატურად აკეთებენ ხან იუნისში და აკეთებენ სექტორის ყველა ნაწილში და ამას მეტი დრო სჭირდება. ჩვენ არ დავასრულებთ ომს, ვიდრე არ შევასრულებთ ყველა მიზანს: „ჰამასის“ ლიკვიდაციას, ყველა ჩვენი მძევლების დაბრუნებას და დაპირებას, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

იტვირთბა....