ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი” – ზელენსკი

როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი. ჩვენს არმიას რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაცვის ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს. დღეს ანდრეს ფოგ რასმუსენს შევხვდი, Rasmussen Global-ის თავმჯდომარესა და ნატო-ს გენერალურ მდივანს 2009-დან 2014 წლამდე. მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის “კიევის უსაფრთხოების პაკეტის” შედგენაში, რომელიც “დიდი შვიდეულის” ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველი გახდა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს ითვალისწინებდა. ამ გზაზე პირველ შედეგებს უკვე მივაღწიეთ” – წერს ზელენსკი.

იტვირთბა....