ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ბელგიის პოლიციამ 6 პირი დააკავა

ბელგიის პოლიციამ სხარბეკის რაიონში ექვსი პირი დააკავა. – ამის შესახებ BBC  წერს. თუმცა, არ არის ცნობილი დაკავებულების ვინაობა და არიან თუ არა ისინი ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილები.

როგორც გამოცემა წერს, სპეცოპერაცია გუშინ საღამოს ჩატარდა. ადგილობრივების თქმით, მათ ოპერაციის დროს აფეთქებების ხმა გაიგონეს თუმცა, რა მოხდა, არ იციან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში ტერორისტული აქტი განხორციელდა. ბოლო მონაცემების თანახმად 34 ადამიანი დაიღუპა, 250 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. ტერაქტში სულ 4 ადამიანია ეჭვმიტანილი, ორმა მათგანმა თავი აიფეთქა, ხოლო დანარჩენ ორს კი ამ დრომდე ეძებენ.

 

იტვირთბა....