ჯანდაცვა

ალა პუგაჩოვა თავის საიდუმლო დიეტას ახმაურებს

ალა პუგაჩოვამ საკუთარი საიდუმლო დიეტის შესახებ ინფორმაცია ბლოგზე განათავსა. როგორც რუსული ესტრადის პრიმადონა წერს, წონაში კლებისთვის მწვანე ყავა ჯანჯაფილით ემხარება.

“ჩემი გახდომის რეცეპტი უმარტივესია – მწვანე ყავა ჯანჯაფილით. ახლავე აგიხსნით რაშია საქმე.

მწვანე ყავა ჯანჯაფილით — პოპულარული სასმელია. გაციების საწინააღმდეგოდაც იყენებენ ხოლმე. მწვანე ყავა შეიცავს ნივთიერება გინგეროლს, რომელიც აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ამის ხარჯზე, ორგანიზმის წმენდის პროცესი და მავნე ნივთიერებების გამოყოფის პროცესი უფრო ძლიერი ხდება, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესის და ზედმეტი კილოგრამები ქრება.

რაც შეეხება ჩემს რეჟიმს:

აუცილებლად, დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით ერთი ფინჯანი მწვანე ყავა ჯანჯაფილით.

ასევე დაძინებამდეც მიიღეთ იგივე ყავა. სასურველია, დღის განმავლობაში სამჯერ მიირთვათ, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასწაულმოქმედი ყავა ყოველ დღე უნდა დალიოთ. სცადეთ და მერწმუნებთ, ეფექტს სამ დღეში დაინახავთ” – წერს პუგაჩვა.

ფაქტია რომ 66 წლის ალა პუგაჩოვა ასაკთან შედარებით ეფექტურად  გამოიყურება.

იტვირთბა....