ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ აგვირჩევთ? არ გვექნება ძლიერი მხარდაჭერა? – არანაირი ამნისტია არ იქნება” – რას წერს იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, ამნისტიის შესახებ ისაუბრა.

ხვიჩიას თქმით, ამისთვის საზოგადოებამ მხარი „გირჩს“ უნდა დაუჭიროს.

„არ აგვირჩევთ? არ გვექნება ძლიერი მხარდაჭერა? – არანაირი ამნისტია არ იქნება.
ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია ვცადოთ ამ თემასთან დაკავშირებით. დაველოდოთ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, რამდენად აგვყვება ეს ხალხი, ფიზიკურად რაზე მოდიან. იცოდეთ, ტრ@#ს თუ არ გაანძრევთ, შანსი არ არის ეს გამოვიდეს, საჭიროა ყველა პატიმრის ოჯახის წევრის აქტიურობა.
თქვენს ადვოკატებს უნდა მოსთხოვოთ ხმაური, საჯარო განცხადებების კეთება. წინასაარჩევნო წელი მოდის და მე მინდა, ყველა პატიმარს და მათ ოჯახის წევრს ვუთხრა – თუ ამ წელს თქვენ არ გეშველათ, შანსი არ არის არჩევნები რომ მორჩება, მერე გეშველოთ, არჩევნების მერე ვინ გამოგიშვებთ?
ამიტომ, მე მგონია, რომ ტრ@#ი გასანძრევია ყველას მხრიდან“, – აღნიშნა მან.

იტვირთბა....