პოლონეთში 23 იანვარს საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი სამართალდამცველები მათ შენგენის ზონაში ლეგალურად ყოფნის ვადების დარღვევას ედავებიან.
სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე 23 იანვარს დააკავეს.
ისინი მიღებულ გაფრთხილებას არ ემორჩილებოდნენ, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის ტერიტორიის დატოვება ევალებოდათ.

