გუშინ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული 2 პირი სასამართლომ სამართალდამრთვევად ცნო და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
კიდევ 2 პირის პროცესი, გადაწყვეტილება კი 26 იანვარს გამოცხადდება.
თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა.
მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.
შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით. 2 პირს, მოძრაობა „ხმის” წევრები – აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან.

