aviabiletebi
ახალი ამბები

საერთაშორისო ტრიბუნალმა ბოსნიელი სერბების ყოფილ ლიდერს 40 წელი მიუსაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოსნიელი სერბების ყოფილ ლიდერს რადოვან კარაჟიჩს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. – ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კარაჟიჩი გაასამართლეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, მასობრივი მკველობების და რეპრესიების გამო, მათ შორის მუსლიმური მოსახლეობის გენოციდისთვის და გაეროს პერსონალის ტყვედ აყვანისთვის.

საერთაშორისო ტრიბუნალმა, 70 წლის სერბი პოლიტიკოსი ბრალდების 11 პუნქტიდან 10-ში დამნაშავედ ცნო.

“კარაჟიჩისთვის გამოტანილი განაჩენი, გახდება გაფრთხილება ევროპელი და მსოფლიო ლიდერებისთვის, რომლებიც ნაციონალური გრძნობების ექსპლუატირებასა და უმცირესობების გაცურებას ცდილობენ”. – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა.

1992 წელს იუგოსლავიის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ბოსნიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებით იყო გამოწვეული. მას 100 000 ადამიანი ემსხვერპლა.

1995 წელს დაპირისპირებული მხარეებმა საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის შედეგად შერიგების აქტი გააფორმეს, რომლის შედეგადაც შეიქნა თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც ორი ავტონომიური წარმონაქმნისგან: ბოსნია-ჰერციგოვინის ფედერაციისგან, რომელიც ხორვატებითა და ბოსნიელებით არის დასახლებული და სერბეთის რესპუბლიკისგან შედგება.

იტვირთბა....