ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები აშშ-ს ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი

 

ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები ბაკრაუიები აშშ-ს ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი – ამის შესახებ BBC წერს.

მანამდეც ცნობილი გახდა, რომ ბელგიამ ძმების შესახებ იცოდა, თუმცა არა როგორც ტერორისტებად, არამედ კრიმინალური წარსულის მქონე პირებად.

ერთ-ერთ ძმას ინტერპოლი ტერორიზმში შესაძლო კავშირის გამო ეძებდა. მანამდეც, თურქეთის მთავრობამ ისინი დააკავა, რის შემდეგაც მათი ბელგიაში დეპორტაცია განახორციელეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში ტერორისტული აქტი განხორციელდა. ბოლო მონაცემების თანახმად 34 ადამიანი დაიღუპა, 250 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. ტერაქტში სულ 4 ადამიანია ეჭვმიტანილი, ორმა მათგანმა თავი აიფეთქა, ხოლო დანარჩენ ორს კი ამ დრომდე ეძებენ.

იტვირთბა....