თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, დაპირისპირებაა.
ხატიაშვილების ხუთსულიან ოჯახს გამოსახლებას უპირებენ.
ოჯახის მხარდასაჭერად ადგილზე მისულმა ხალხმა სამართალდამცავებს სადარბაზოში შესასვლელი რკინის და ბინის კარი შედუღებული დაახვედრეს. რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ უფლებადამცველი, ირაკლი კაკაბაძე, დააკავა.
ხატიაშვილების ოჯახი ამბობს, რომ მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ მათ გამოსახლებას მწვანე შუქი კერძო მევახშესთან უკანონო გარიგების სანაცვლოდ აუნთო.

