ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქორწინებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე სახალხო განხილვა იწყება

ქორწინებასთან დაკავშირებულ  საკონსტიტუციო ცვლილებებზე პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან  იწყება.

დღეს, საკონსტიტუციო ინიციატივას საორგანიზაციო კომისია თელავში წარადგენს.

მთლიანად განხილვები დაგეგმილია  – რუსთავში (28 მარტი), ზუგდიდში (31 მარტი), ოზურგეთში (2 აპრილი), ბათუმში (2 აპრილი), ახალციხეში (5 აპრილი), გორში (6 აპრილი), თბილისში (6 აპრილი),  ყაზბეგში (7 აპრილი), მესტიაში (8-9 აპრილი), ამბროლაურში (14 აპრილი) და ქუთაისში (15 აპრილი).

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრავს, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულია.

იტვირთბა....