ციხისძირიდან ასწლოვანი ხეების ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ურეკის დენდროლოგიურ პარკში გადატანას BBC ეხმაურება. BBC-ის ინფორმაციით, მილიარდელი ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უცხოური გამოცემა იყენებს სხვადასხვა ქართველი ჟურნალისტების კომენტარებს.
“დღეს პრობლემა ივნაიშვილის არაფორმალური მმართვლეობაა და არაა მის მიერ ხეების გადარგვა. პირიქით, ნეტა, მარტო ხეების გადარგვით იყოს დაკავებული! მე ძალიანაც მომწონს, რომ ასეტი უნიკლაური ოპერაცია, როგორიცაა ამხელა ხის ტრანსპორტირება, ჩვენთან განხორციელდა! მხოლოდ აღფრთოვანებული ვარ ქართველი ინჟინრებით!” – წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
BBC “ტაბულას” ხელმძღვანელის თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარს აქვეყნებს. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ქვეყნის თავის ტკივილია.
“სპეციალისტების მცდელობის მიუხედავად, გემმა ხეების სიმძიმეს ვერ გაუძლო და ქვიშაში ჩაიფლო”. – წერს BBC.
შეგახსენებთ, ციხისძირიდან ასწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ურეკის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. სამუშაოებს კოპმანია “ზიმო” ასრულებს. ადგილზე არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც პროცესის შეჩერება იყო.