„ქართული ოცნების“ წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე, მმართველი პარტიის დელეგაციის ჩინეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საგარეო პოლიტიკის და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის გაკეთების უნარი არავის არ აქვს, უბრალოდ სასაცილო კი არა სატირალია იმის გაგება, რომ თურმე ჩვენ აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ კი არ გვაყენებენ რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, არამედ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ჩინეთს“, – განაცხადა მან.