ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჯო ბაიდენი ძალიან არაკომპეტენტურია, ერთადერთი, რაც მან იცის, არჩევნებზე თაღლითობაა” – ტრამპი

ჯო ბაიდენი ძალიან არაკომპეტენტურია, ერთადერთი, რაც მან იცის, არჩევნებზე თაღლითობაა – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“ჩვენს ქვეყანას ძალიან სევდიანი რამ დაემართა. ჩვენი ქვეყანა მიიტაცეს, დაიპყრეს. ეს არის შემოჭრა. ჩვენ გვქონდა ძლიერი საზღვარი და ახლა გვაქვს ყველაზე სუსტად დაცული საზღვარი. ბაიდენი ძალზედ არაკომპეტენტურია. ერთადერთი, რაც მან იცის, არჩევნებზე თაღლითობაა. მათ საარჩევნო თაღლითობა ძალიან კარგად გამოსდით. ასევე კარგად გამოსდით პოლიტიკური ოპონენტების დევნა. მაგრამ სხვა არაფერის გაკეთება შეუძლიათ. და ჩვენ მათ გაკვეთილს ჩავუტარებთ“ – განაცხადა ტრამპმა

იტვირთბა....