ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 10 ადამიანი გარდაიცვალა – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევა ცენტრალურ ჩინეთში, ქალაქ პინგდინშანში ადგილობრივი დროით 14:55 საათზე მოხდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ჩინეთის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ განაცხადა, რომ ავარიის დროს მაღაროში სულ 425 ადამიანი მუშაობდა.