პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას გამოეხმაურა.
„საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და არის დისკრეცია პარლამენტის თავმჯდომარის, მიიღება ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე და უპირველეს ყოვლისა, მიიღება ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, კონსტანტინე გამსახურდია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში.
…არანაირი კავშირი ეროვნული ბიბილიოთეკას პოლიტიკასთან, რა თქმა უნდა, არ აქვს, არც უნდა ჰქონდეს…
ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის, დამატებით განმარტებას არ ვაპირებ, საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.