უცხოური მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონ სოფელ კუტოლში, ჭაში, 44 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
ის ჭიდან ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ამოასვენეს.
როგორც „სპუტნიკს“ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.