ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველა წიგნი ხარობს იმით, რომ ჩვენი კონსტანტინე მათ მოევლინა უმთავრეს მეურვედ, უმთავრეს მცველად” – ნიკა მაჭუტაძის მილოცვა კონსტანტინე გამსახურდიას

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ნიკა მა­ჭუ­ტა­ძე კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას ულო­ცავს.

„კონ­სტან­ტი­ნე ზ. გამ­სა­ხურ­დი­ას ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას.ბა­ტონ კონ­სტან­ტი­ნეს ყვე­ლა იც­ნობთ, მაგ­რამ ისე ახ­ლოს, რო­გორც მე, ცოტა.ეს არის მა­ღა­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის, მა­ღა­ლი აზ­როვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი – ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი პა­ტი­ოს­ნე­ბით, წე­სი­ე­რე­ბით, სი­კე­თით. წიგ­ნებს სული აქვთ – ყვე­ლა წიგ­ნი ხა­რობს იმით, რომ ჩვე­ნი კონ­სტან­ტი­ნე მათ მო­ევ­ლი­ნა უმ­თავ­რეს მე­ურ­ვედ, უმ­თავ­რეს მცვე­ლად.

უღა­ლა­ტო კაცი, უკი­დუ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რი, მთარ­გმნე­ლი, მკვლე­ვა­რი, მწიგ­ნო­ბა­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი.ბა­ტო­ნო კონ­სტან­ტი­ნე, გი­ლო­ცავთ ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბას. არაა სა­ქარ­თვე­ლო­ში კაცი, რო­მე­ლიც თქვენ­ზე მე­ტად იმ­სა­ხუ­რებ­და ამ სა­პა­ტიო პოსტს.ასე­ვე, უღ­რმეს მად­ლო­ბას ვუ­ცხა­დებთ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს ახალ­გაზ­რდა კაცს, გუ­რულს, მწე­რალს, რო­მელ­მაც უზარ­მა­ზა­რი ღვაწ­ლი დას­დო ჩვე­ნი მთა­ვა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის გან­ვი­თა­რე­ბას, მის გამ­დიდ­რე­ბას, მის დაც­ვა­სა და შე­ნახ­ვას ბოლო 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა კვლავ აგ­რძე­ლებს თა­ვის ტრა­დი­ცი­ებს. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გზა­ზე ევ­ლოს მა­რა­დი­უ­ლად ჩვენს ქვე­ყა­ნას და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვარ წიგნთსა­ცავ­საც“, – წერს ნიკა მა­ჭუ­ტა­ძე.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი კეკელიძე ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბიდან გაათავისუფლეს.

იტვირთბა....